საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ომარ ნიშნიანიძე სოციალურ ქსელში 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ 8 ოქტომბერს „ქართული ოცნება" „საბოლოოდ დაუსვამს წერტილს ბნელი ძალების პარპაშს".
„1 ოქტომბერი... ბიძინობა... სიმბოლურია, რომ 2012 წლის 1 ოქტომბერს ბატონ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით „ქართულმა ოცნებამ" ხელისუფლებას ჩამოაშორა „ნაციონალური მოძრაობა"... 4 წლის შემდეგ, უკვე 8 ოქტომბერს, იგივე ხალხი საბოლოოდ დაუსვამს წერტილს ბნელი ძალების პარპაშს ისე, რომ „ნაციონალურ მოძრაობას" არათუ ხელისუფლებაში დაბრუნების, პირველი ოპოზიციური ძალის ამბიციაც სამუდამოდ გაუქრება..." - წერს ომარ ნიშნიანიძე.