logo_geo
eng_logo
რა ულტიმატუმი წაუყენეს მერაბიშვილმა, ახალაიამ და უგულავამ სააკაშვილს - სანდრო ბრეგაძის განცხადება
- +

1 ოქტომბერი. 2016. 15:02


 

პარტია „ეროვნულების" ლიდერი სანდრო ბრეგაძე „პრაიმტაიმთან" საუბარში ამბობს, რომ „ნაციონალების" მთავარი მიზანი უგულავას, მერაბიშვილისა და ახალაიას ციხიდან გამოყვანაა, რადგან მათ ულტიმატუმი წაუყენეს ყოფილ პრეზიდენტს, თუ 2016 წელს ციხიდან არ გამოიყვანენ, ყველა დანაშაულის შესახებ მოჰყვებიან, რასაც სააკაშვილი სჩადიოდა.



„ნაციონალური მოძრაობა" ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მან არჩევნებში დაბალი პროცენტი მიიღოს. ის ხმებისთვის არ იბრძვის, რადგან მათთვის სულერთია, პარლამენტში 13 დეპუტატი ეყოლებათ, თუ თექვსმეტი, მათთვის მთავარია, როგორმე ციხიდან დაიხსნან ვანო მერაბიშვილი, ბაჩო ახალაია და გიგი უგულავა, რადგანაც მათ მიხეილ სააკაშვილს ულტიმატუმი წაუყენეს, რომ ისინი არ აპირებენ კიდევ დიდხანს ციხეში ყოფნას და კატეგორიულად მოთხოვეს, რომ 2016 წელს მან ისინი დაიხსნას ციხიდან, ან ისინი წავლენ საპროცესო გარიგებაზე და მოჰყვებიან ყველაფერს მისი დანაშაულებრივი საქმიანობის შესახებ, რასაც პირადად ის ეწეოდა. სააკაშვილს უნდა-არ უნდა, უნდა დაიწყოს აქ ქაოსური პროცესები, რადგანაც ის დგას სერიოზული საფრთხის წინაშე. თუკი თუნდაც მერაბიშვილი ალაპარაკდა და თქვა, რა ბრძანებებს იძლეოდა სააკაშვილი, მსოფლიოს ვერც ერთი ქვეყანა მას ვეღარ შეიფარებს და ის აღმოჩნდება განსასჯელის სკამზე, თუ მისი შინაგან საქმეთა მინისტრი, ქალაქის მერი და თავდაცვის მინისტრი მას ხელს დაადებენ სერიოზული დანაშაულების ჩადენაში - იარაღით ვაჭრობა, ფულის უკანონო ბრუნვა და ა.შ. - წარმოგიდგენიათ, რა შეიძლება მოხდეს? ექსკლუზიურად მინდა გითხრათ: არსებობს სერიოზული სქემა, როგორ რიცხავდა შავ ფულს სააკაშვილი და მისი გარემოცვა აფრიკის ერთ-ერთ ქვეყანაში. თუკი „ნაციონალური მოძრაობა" გაბედავს და უარყოფს ამ ფაქტს, მე უკვე კონკრეტულ დეტალებს გავასაჯაროებ", - აცხადებს სანდრო ბრეგაძე.


 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner