მთავარი პროკურორის ყოფილმა მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილმა „ტელეიმედთან" „ნაციონალური მოძრაობის" წინასაარჩევნო ქმედებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სიცრუე და ძალადობა იყო და რჩება „ნაციონალების" საფირმო ნიშნად.
„სიცრუე და ძალადობა იყო და რჩება „ნაციონალური მოძრაობის" საფირმო ნიშნად. მათ თქვეს, ჩვენ ვიცრუებთ „რუსთავი 2"-ის მიერ გამოქვეყნებული ეგზიტპოლებით და სიცრუის შემდეგ ჩვენ ჩავიდენთ ძალადობას.
ხალხის ნებაზე მათ აქვთ ძალიან ზუსტი ინფორმაცია. ნუგზარ წიკლაურმა სიტყვა-სიტყვით თქვა, რომ ისინი კატასტროფულად აგებენ არჩევნებს. შესაბამისად, გარანტირებული წაგების შემთხვევაში ერთადერთი მეთოდით შეძლებენ ისინი ხელისუფლებაში დაბრუნებას - ეს არის სახელმწიფო ხელისუფლების დამხობა", - აღნიშნა ნაცვლიშვილმა.