logo_geo
eng_logo
გოგა ხაინდრავა: არაერთხელ ვთქვი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ტერორისტული ორგანიზაციაა
- +

ავტორი ანა ფერაძე

1 ოქტომბერი. 2016. 15:34


 



რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ „ქრონიკასთან" საუბრისას „ნაციონალური მოძრაობის" მიერ წინასაარჩევნოდ გაკეთებულ განცხადებებზე და გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა" ტერორისტული ორგანიზაციაა.


„არაერთხელ ვთქვი და წლების მანძილზე ამას ვიმეორებდი,  რომ „ნაციონალური მოძრაობა" ტერორისტული ორგანიზაციაა. ეს ბოლო დღეების ამბავი არ არის. რაც ეს ორგანიზაცია საქართველოში გაჩნდა, მას შემდეგ ქვეყანაში დესტაბილიზაციაა ან მისი მცდელობა.

 

რეალურად, დღეს მათ ამის გაკეთება არ ხელეწიფებათ, მაგრამ ყველაფერს გააკეთებენ ამისთვის. ერთადერთი პასუხი მათთვის ქართველი ხალხის არჩევანია. საზოგადოებამ არჩევანი უნდა გააკეთოს და დაამთავროს „ნაციონალური მოძრაობის" ბოროტი სექტის არსებობა", - აღნიშნა გოგა ხაინდრავამ. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner