logo_geo
eng_logo
ილია წულაია: მოვდივართ ახალი გუნდით და მზად ვართ, განვავითაროთ ჩვენი ქვეყანა
- +

1 ოქტომბერი. 2016. 16:37


„დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ სოციალურ საკითხებს, ვფიქრობ, ამ პრობლემებზე მომუშავეთა გუნდი ჩემი სახით ახალ მეგობარს შეიძენს", - ამბობს „ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ილია წულაია გაზეთ „კვირის პალიტრასთან" საუბარში იმ საკითხებზე, რაზეც პარლამენტში მოხვედრის შემთხვევაში იმუშავებს.



„აუცილებლად ვიმუშავებ და წამოვწევ საკითხებს მშენებლობის თემატიკის ირგვლივ, მტკივნეული თემაა, დასალაგებელია მთელი რიგი საკითხები... საკანონმდებლო ბაზა, სამშენებლო რეგულაციები.

 

სამშენებლო ბიზნესი და ეკოლოგია სრულ ჰარმონიაში უნდა მოვიყვანოთ ერთმანეთთან. ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებიც ამაზე მეტყველებს. ჩვენს ქალაქში ხალხს ჯანსაღი გარემო სჭირდება.

 

მნიშვნელოვანი საკითხია დასაქმებულისა და დამსაქმებლის ურთიერთობა. მიუხედავად საკანონმდებლო ცვლილებებისა, ბევრი პრაქტიკული ხასიათის მიდგომა ჯერ კიდევ შესაცვლელია. ვფიქრობ, მაინც საჭირო იქნება დამატებითი ჩარევა საკანონმდებლო დონეზე. ევროკავშირისკენ მიმავალი გზა ამ პრობლემაზეც გადის.

 

დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ სოციალურ საკითხებს, ვფიქრობ, ამ პრობლემებზე მომუშავეთა გუნდი ჩემი სახით ახალ მეგობარს შეიძენს.

 

მოვდივართ ახალი გუნდით, ახალი შემართებით და მზად ვართ, განვავითაროთ ჩვენი ქვეყანა", - განაცხადა ილია წულაიამ.



 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner