logo_geo
eng_logo
შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტს აშშ-ის მთავრობამ ორი საპატრულო ხომალდი გადასცა
- +

1 ოქტომბერი. 2016. 17:19



ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტს ორი 110-ფუტიანი Island-ის კლასის საპატრულო ხომალდი საჩუქრად გადასცა.


საპატრულო ხომალდების გადაცემის ცერემონია ბალტიმორში, აშშ-ის სანაპირო დაცვის ბაზაზე გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს მხრიდან შს მინისტრის მოადგილე-სასაზღვრო პოლიციის უფროსი, გენერალ-მაიორი ზურაბ გამეზარდაშვილი, შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ადმინისტრაციის, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის და აშშ-ში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები დაესწრნენ. ხელმოწერის ღონისძიებას აშშ-ის სანაპირო დაცვის  ვიცე-ადმირალი სანდრა შტოცი და საქართველოში აშშ-ის მისიის ხელმძღვანელის მოადგილე  ნიკოლოზ ბერლინელი ესწრებოდნენ.


Island-ის კლასის საპატრულო ხომალდები საქართველოს საზღვაო სივრცეში მოსალოდნელი საფრთხეების პრევენციის, სამართალდარღვევების დროულად გამოვლენისა და მათზე რეაგირების უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტს წარმოადგენს.


ხომალდების გადმოცემის შედეგად, საქართველოს შესაძლებლობა ეძლევა, მნიშვნელოვნად გააძლიეროს სახელმწიფო საზღვაო საზღვრის დაცვისა და დადგენილი სამართლებრივი რეჟიმის შესრულებაზე კონტროლი, პარტნიორებთან ერთად მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა სახის ერთობლივ საზღვაო ოპერაციებში.


აღსანიშნავია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები უზრუნველყოფს აღნიშნული ხომალდების ეკიპაჟების 10-კვირიან გადამზადებას აშშ-ის სანაპირო დაცვის შესაბამის სასწავლებელში.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner