logo_geo
eng_logo
დიმიტრი ქუმსიშვილი „იუსკ გრუპის“ პირველი მაღაზიის გახსნის ღონისძიებას დაესწრო
- +

1 ოქტომბერი. 2016. 17:34



თბილისში ცნობილი სკანდინავიური ბრენდის, „იუსკ გრუპის" (JYSK GROUP) პირველი მაღაზია გაიხსნა, რომელიც მომხმარებელს სახლისთვის საჭირო სხვადასხვა სახეობის საყოფაცხოვრებო პროდუქციას შესთავაზებს. მაღაზიის გახსნის საზეიმო ცერემონიას  საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი დაესწრო.


„ვაჭრობის სფერო არის ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ტრადიციული სექტორი. აქ ჩვენ გვქონდა დასაქმების 10-პროცენტიანი ზრდა და ამ ზრდის შემადგენელი ნაწილია სწორედ ისეთი მაღაზიები, რომელიც დღეს გაიხსნა და რომლისთვისაც 1,5 მილიონი ევროს ინვესტიცია განხორციელდა.  25 ადამიანი დასაქმდა ახალ მაღაზიაში და ეს ციფრი კიდევ გაიზრდება. ვაჭრობაში, დღევანდელი მდგომარეობით, 153 000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. ეს მაღაზია ქალაქს შემატებს იმ მომსახურებას და იმ ხარისხს, რომელიც  ჩვენს მოქალაქეებს ესაჭიროებათ. დამფუძნებლებს ასევე გადაწყვეტილი აქვთ, რომ ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში გააფართოვონ და გააკეთონ ტექსტილის ახალი წარმოება,  საიდანაც თავიანთ პროდუქციას გაყიდიან არამარტო თბილისის ამ მაღაზიაში, არამედ მსოფლიოს 43 ქვეყანაში მდებარე 2300 მაღაზიაში, რომლებიც ეკუთვნის „იუსკის" ქსელს", - განუცხადა მედიის წარმომადგენლებს დიმიტრი ქუმსიშვილმა.


JYSK გლობალური საცალო სავაჭრო ქსელია, რომელიც ოპერირებს „ყველაფერი სახლისთვის" პრინციპით. ამ ეტაპზე „იუსკ გრუპს" მსოფლიოს 43 ქვეყანაში 2 300-ზე მეტი მაღაზია აქვს, სადაც  20 000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. ამ ჩამონათვალს 44-ე ქვეყნის სტატუსით საქართველოც შეუერთდა.


2017-18 წლებში კომპანია თბილისსა და  საქართველოს რეგიონებში კიდევ 4 ახალი მაღაზიის გახსნას გეგმავს.







 

right_banner right_banner
არქივი
right_banner