logo_geo
eng_logo
ილია წულაია: „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ხედვები და განვითარების გეგმა ჩემთვის მისაღებია
- +

1 ოქტომბერი. 2016. 18:48



„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ილია წულაია გაზეთ „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში ამბობს, რომ მას პოლიტიკაში მოსვლის შეთავაზებაზე სპონტანურად არ მიუღია გადაწყვეტილება და დიდი ხნის ფიქრის შემდეგ დასთანხმდა ამ წინადადებას. წულაიას თქმით, მისი შეხედულებები სრულიად ემთხვევა „ქართული ოცნების" პოლიტიკურ ხედვას.



„ჩემი პოლიტიკაში მოსვლა, რა თქმა უნდა, არ ყოფილა სპონტანური გადაწყვეტილება. მოვახდინე ჩვენი ქვეყნის უახლოესი წარსულის ანალიზი და მივხვდი, რომ ჩემი გამოცდილებით და იდეებით შევძლებ დავეხმარო ჩვენს პარლამენტს ქვეყნის განვითარებასა და წინსვლაში.

 

აღმოჩნდა, რომ ჩვენი აზრები - „ოცნების" გუნდის და ჩემი - სრულ თანხვედრაშია იმ ურთიერთობასთან დაკავშირებით, რასაც ჰქვია ბიზნესი და სახელმწიფო. აქ საქმიანი გარემოა და შესაძლებელია ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეების კეთება. „ქართული ოცნების" პოლიტიკური ხედვები და ქვეყნის სამომავლო განვითარების გეგმა ჩემთვის მისაღებია. ამიტომ დავთანხმდი შემოთავაზებას და გადავწყვიტე ამ პოლიტიკური გუნდის წევრობა. ქართულ პოლიტიკაში ახალი სახეების დეფიციტია, ახალი სახეები კი ახალ რეალობას უფრო სწრაფად შექმიან...

 

არავისთვის არაა დასამალი, რომ წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში დემოკრატიის ხარისხი საქართველოში დაბალი იყო. ირღვეოდა ურთიერთობის ძირითადი პრინციპები. ეს ეხება იმ სფეროსაც, საიდანაც მე მოვდივარ პოლიტიკაში. უჭირდა როგორც ბიზნესს, ასევე მომხმარებელს. ამიტომ დღევანდელი ხელისუფლების მიღწევებიდან განსაკუთრებით გამოვყოფდი ორს: პირველი - ადამიანის უფლებების დაცვის ხარისხი მკვეთრად ამაღლდა და მეორე - შეიქმნა ჯანსაღი ბიზნესგარემო. ხელისუფლება ამ პრინციპებით მუშაობს. ვიზიარებ ქვეყნის განვითარების გზას და ვიცი, რომ დავაჩქარებ პროცესებს.

 

მიღწეულის შენარჩუნება და გაუმჯობესება ნამდვილად ღირსეული გამოწვევაა ჩემთვის", - განაცხადა ილია წულაიამ.



 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner