„ეროვნულების" ლიდერი სანდრო ბრეგაძე გაზეთ „პრაიმტაიმთან" საუბარში ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში უკანონო გზით შემოსვლას და უკანონო პროცესების წარმართვას გეგმავს. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა" ამ გეგმას დაახლოებით ერთი წელია ამზადებს.
„სააკაშვილის ღია ეთერი, ფაქტობრივად ადასტურებს იმ ინფორმაციებს, რაც ვრცელდება ბოლო დროს პროცესების შესაძლო განვითარებასთან დაკავშირებით. ის აცხადებს, რომ აუცილებლად ჩამოვა საქართველოს ტერიტორიაზე დარწმუნებული ხართ, ალბათ, რომ სააკაშვილი არ მოდის იმისთვის, რომ თავი დააპატიმრებინოს ვინმეს, ანუ ის აპირებს უკანონო გზით შემოსვლას და აქ უკანონო პროცესების წარმართვას. ეს მან, ფაქტობრივად, ღიად დაადასტურა... მათი გეგმა არის საკმაოდ მზაკვრული. ეს დაახლოებით ერთი წელია მუშავდება და ამაში უცხოელებიც არიან ჩართულნი. რა თქმა უნდა, ოდესაში თავმოყრილი, ე.წ. შეიარაღებული ფორმირებები ექვემდებარებიან გენერალ კალანდაძეს. ეს გეგმა თავის თავში მოიცავს ყველაზე ცხელ და ფეთქებადსაშიში სიტუაციის შექმნას ორ რეგიონში. ეს გახლავთ სამეგრელო და აჭარა. მათ ჰგონიათ, რომ ისინი მოახერხებენ იმავე პროცესების განმეორებას, რაც მოხდა 2003 წელს", - განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.