logo_geo
eng_logo
რუსთავში ორი საფეხბურთო მოედნის მშენებლობა იწყება
- +

1 ოქტომბერი. 2016. 20:58

 


2 ოქტომბერს,12:00 საათზე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი რუსთავში ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად ორი სტადიონის მშენებლობის დაწყების აღსანიშნავად 21-ე მ/რ-ში, მშენებარე ფეხბურთის აკადემიის მიმდებარე ტერიტორიაზე სიმბოლურ კაფსულას ჩაუშვებს.


2016-2017 წლებში სულ დაგეგმილია 20 მოედნის მშენებლობა, აქედან 10 საფეხბურთო, 10 კი სარაგბო იქნება. მშენებლობის პროცესს სლოვაკური კომპანია ,,Autokomodex Trnava spol.sro" გაუძღვება, რომელთანაც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში ხელშეკრულება 16 სექტემბერს გაფორმდა.


ხელშეკრულების თანახმად, რომელიც მხარეებს შორის „სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის" ფარგლებში გაფორმდა, სლოვაკური კომპანია თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში 20 საფეხბურთო და სარაგბო მოედანს მოაწყობს. ხელშეკრულების საერთო ღირებულება 9. 410. 000 ევროა. სამშენებლო სამუშაოები 2016 წლის ბოლოს დაიწყება და 2017 წლის მაისში დასრულდება.


შეგახსენებთ, 2017 წელს საქართველო მასპინძლობს ევროპის ჩემპიონატს ფეხბურთში 19 წლამდელთა შორის და მსოფლიოს ახალგაზრდულ (20 წლამდელთა) ჩემპიონატს რაგბიში. ახლად აშენებული მოედნები გამოიყენებული იქნება ტურნირში მონაწილე გუნდების სავარჯიშოდ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner