logo_geo
eng_logo
გოგა ჩანადირი: მე, ქართველ მართლმადიდებელს იქნებ რამე გამომეპარა?
- +

1 ოქტომბერი. 2016. 21:05



ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი რომის პაპის საქართველოში ვიზიტს სოციალურ ქსელში ეხმაურება და სტატუსს აქვეყნებს:

 

„ვცდილობდი, ამ თემას არ შევხებოდი, მაგრამ მაინც ვერ ავცდი:

მე, ქართველი მართლმადიდებელი ვკითხულობ, რატომ არ უნდა შევიდეს რომის პაპი სვეტიცხოველში?

კათოლიკე ტურისტებისგან რით განსხვავდება? მხოლოდ მაღალი სასულიერო და სახელმწიფო სტატუსით?

რატომ არის მწვალებლობა რომის პაპის ჩამოსვლა?

ძლიერი რწმენის ადამიანს ეს რამეს შეუცვლის?

რა შეიცვალა იოანე-პავლე მეორის (1999 წელი) ჩამოსვლის შემდეგ, მართლმადიდებლობა წაგვართვეს?

რატომ არ უნდა იყოს საქართველოში მცხოვრები კათოლიკების ინტერესი გათვალისწინებული?

როდის გახდა მართლმადიდებლობა აგრესიული და შეუწყნარებელი?

მე, ქართველ მართლმადიდებელს იქნებ რამე გამომეპარა ან რწმენა მივატოვე?

ამ კითხვებზე პასუხები არ მაქვს.

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, რომის პაპო საქართველოში.

მე ვარ ქართველი მართლმადიდებელი და მაშასადამე, ვარ გულღია და შემწყნარებელი", - წერს გოგა ჩანადირი.



 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner