logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: „რუსთავი 2“-ის კვლევის შედეგები სუბიექტურ ინტერესზე მიანიშნებს
- +

1 ოქტომბერი. 2016. 22:05



„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის დაკვეთით ჩატარებული კვლევის შედეგებს ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, „ქართული ოცნებისა" და „ნაციონალური მოძრაობის" რეიტინგებს შორის განსხვავება 2,5%-ია. მისი თქმით, ეს შედეგები სუბიექტურ ინტერესებს ემყარება და რეალობა სრულიად განსხვავებულია.


„ჩვენ ბოლო დღეების განმავლობაში არაერთხელ გვიწევდა იმაზე საუბარი რომ აჭრილები არიან „ნაციონალები" და ეს ე.წ. კვლევის შედეგებიც სწორედ ამაზე მეტყველებს. ისინი ვერ იგებენ, არამედ ძალიან მძიმედ აგებენ არჩევნებს. გარდა ამისა, ეშლებათ ე.წ. რევოლუციური სცენარი, ეშლებათ პარტია და ამ ყველაფრის გამოძახილია ის შედეგები, რაც დღეს ვიხილეთ „რუსთავი 2"-ის მეშვეობით. რეალურად, ეს არის აბსოლუტურად გაყალბებული შედეგები, რომლებიც არანაირად არ ასახავს რეალობას. მე ისიც შემიძლია მოგახსენოთ, თუ როგორია რეალობა, რის საფუძველზეც ჩვენ შეგვიძლია გამოვიცნოთ მომდევნო საპარამენტო არჩევნების შედეგები და დეტალებთან დაკავშირებითაც შეიძლება მოკლედ ვისაუბროთ. კვლევის ჩატარებას რაც შეეხება, ვიცით, რომ საველე სამუშაოებს ატარებდა ამ შემთხვევაში ქართული კომპანია, რომელიც პირდაპირ კავშირშია „ნაციონალურ მოძრაობასთან", რაც შეეხება „რუსთავი 2"-ს, მისი გენერალური დირექტორი გახლავთ „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი სახე და ეს ყველაფერი პირდაპირ მიანიშნებს, რომ არის სუბიექტური ინტერესი, ძალიან მარტივად შეგვიძლია შევხედოთ ამ ყველაფერს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

კობახიძის თქმით, „ქართულ ოცნებასა" და „ნაციონალურ მოძრაობას" შორის განხვავება რეალურად სამჯერ მეტია, ვიდრე ამას „რუსთავი 2-ის კვლევის შედეგები ამბობს.

 

„რაც შეეხება რეალობას, რეალობა არის რადიკალურად განსხვავებული, ჩვენ ამაზე არაერთელ გვისაუბრია. ჩვენ თვითონ ვატარებთ შიდა კვლევებს, გარდა ამისა, გვაქვს სხვადასხვა მეთოდი საარჩევნო პროგნოზის გასაკეთებლად, რომელიც არის უტყუარი და ეს დასტურდება ჩვენი გამოცდილებით 2012, 2013, 2014 წლებში. ამ ყველაფრის საფუძველზე შეგვიძლია ძალიან მარტივად ვთქვათ შემდეგი: სხვაობა „ქართულ ოცნებასა" და „ნაციონალურ მოძრაობას" შორის არის დაახლოებით სამმაგი და შესაბამისად, ჩვენ ამ არჩევნებში დაახლოებით სამჯერ გავუსწრებთ მეორე ადგილზე მყოფ პარტიას. ჩვენი კვლევების მიხედვითაც „ნაციონალური მოძრაობა არის მეორე ადგილზე, მაგრამ განსხვავება არის სამმაგი, ვიდრე „რუსთავი 2"-ის კვლევის შედეგებშია წარმოდგენილი. ჩვენი მოლოდინი ამ არჩევნებში არის ნახევარზე მეტი ხმების მოპოვება, ეს არის მიღწევადი და ამ ყველაფერს ჩვენ ვნახავთ 8 ოქტომბერს, როდესაც შეჯამდება არჩევნების შედეგები", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner