„გაიზარდა თუ არა ქვეყანაში კრიმინალი?" - ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას მიერ დასმულ ამ შეკითხვას ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური ტელეკომპანია „პირველის" ეთერში პასუხობს:
„ვერ ვგრძნობ კრიმინალის ზრდას! შევადაროთ განვლილ წლებს, ქვეყანაში 300 000 პრობაციონერი იყო და 30 00-მდე პატიმარი. იმასთან შედარებით, როგორ შეიძლება გაზრდილი იყოს კრიმინალი? „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები ამბობენ, რომ ჩვენს დროს კრიმინალი არ იყო და ახლა არისო. თუ მაშინ არ იყო კრიმინალი, ეს 300 000 კაცი ყოფილა პოლიტპატიმარი! სახელმწიფო დანაშაულებიც ხდებოდა! ციხეებში ყოველწლიურად 140 ადამიანის მკვლელობის შემთხვევები იყო. ამ 140 კაციდან მესამედზე მეტს ძალადობის კვალი აღენიშნებოდათ! იმ განვლილ 9 წელთან შედარებით, ნაკლებია კრიმინალი!" - განაცხადა გიორგი ოთხმეზურმა.