logo_geo
eng_logo
„ახალგაზრდა ადვოკატები“ შს მინისტრს თსუ-ში ინსტიტუციური წესრიგის აღდგენისკენ მოუწოდებს
- +

15 მარტი. 2016. 14:32


ორგანიზაცია „ახლგაზრდა ადვოკატები" საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი მღებრიშვილს თსუ-ში ამჟამად არსებულ მოვლენებთან დაკავშირებით, სპეციალური განცხადებით მიმართავს და უნივერსიტეტში წესრიგის უზრუნველსაყოფად გადამჭრელი და აქტიური მოქმედებისკენ მოუწოდებს.

 

„სტუდენტთა ერთი ჯგუფი, რომელიც თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის სახელით სარგებლობს, რექტორ ვლადიმერ პაპავას კაბინეტში შეიჭრა. წინასწარი ინფორმაციით, განადგურება ემუქრება ინვენტარს და უნივერსიტეტის რელიკვიებს. აღნიშნული სცდება პროტესტის მშვიდობიან ფორმებს. რექტორის გადადგმის მოთხოვნა არ შეიძლება იძულების სახით განხორციელდეს. რექტორის გადადგომა უნივერსიტეტში გააჩენს ახალი დაპირისპირების საფუძვლებს. ამჟამად, მიმდინარე მოვლენებზე, პასუხისმგებლობა უკვე აიღო თსუ-ის სტუდენტურმა თვითმმართველობამ, რომელიც, თსუ-ის წესდებით და „უმაღლესი განათლების კანონის" თანახმად, უნივერსიტეტში მშვიდობისა და ინსტიტუციური წესრიგის გარანტიაა.

მივმართავთ შს მინისტრს, უნივერსიტეტში წესრიგის უზრუნველსაყოფად გადამჭრელი ზომები მიიღოს", - აცხადებს არჩილ კაიკაციშვილი. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner