რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა გადაცემაში „ბიზნესკურიერი" დაგეგმილ და შესრულებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა. მისი თქმით, პროექტები, რომელზეც სააკაშვილი ამბობდა, რომ იგეგმებოდა და სრულდებოდა, რეალურად არაფერი არ იყო გაკეთებული.
„გულისტკივილით მინდა აღვნიშნო, რომ ოდესის ჰაერი ნამდვილად არ მოხდომია თქვენს პრეზიდენტს, ისევ ისეთ მეზღაპრედ დარჩა, რაც იყო. აქვე, მინდა გამოვყო, რომ თქვენს პრეზიდენტს აშკარად „მოლა ნასრედინის" სინდრომი აქვს შეყრილი, სამჯერ რომ იტყვის ფლავი რიგდებაო, მეოთხედ ქვაბით გარბის თვითონ და ზუსტად ეს არის.
თურმე გოდერძის უღელტეხილზე გვირაბი უნდა გაეკეთებინა, ერთი გეკითხათ, სად დევს ეგ პროექტი და ნეტავ, რა ჯდებოდა, თუ ეს პროექტი გაკეთებული იყო. ადრე გაკეთებული პროექტი არის გზის და სრულიად უვარგისი პროექტია. ზარზმაზე წელიწადზე მეტია ვმუშაობთ ქუვეითის ფონდთან და პრაქტიკულად ახლა დავამთავრეთ მოლაპარაკება, ანუ დაფინანსების წყარო ახლა შევქმენით. თბილისის შემოვლით გზაზე ლაპარაობს, როცა ჯერ მიმართულებაც კი არ არის დადგენილი. ახლა გვაქვს გამოცხადებული, ორიოდე თვეა, რომ წინასაპროექტო სამუშაოები ჩავატაროთ, პროექტი მომზადდეს და დაფინანსებაზე ახლა ვმუშაობთ, რომელი ნაბიჯები ჰქონდა გადადგმული სააკაშვილს, სიზმარში ნახა ალბათ და იმას გვიყვება. წითელ ხიდზე უნდა გავსულიყავითო და იგივე სიტუაციაა ზუსტად, წელს დავიწყეთ წითელ ხიდზე მუშაობა, არც პროექტია გაკეთებული და დონორიც არ არის მოძებნილი. არცერთი ეს საკითხი არ გაუკეთებია", - განაცხადაა ნოდარ ჯავახიშვილმა.