აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი ტელეკომპანია „იმედის" ეთერში საქართველოზე საუბრობს და ამბობს, რომ ეს არის ქვეყანა, რომელმაც ათასწლეულების განმავლობაში ძალიან ბევრ გამოწვევას გაუძლო.
„არამგონია საქართველოს სჭირდებოდეს რაიმე რჩევის მიცემა ჩემგან. ეს არის ქვეყანა, რომელმაც გაუძლო გამოწვევებს ათასწლეულების განმავლობაში. ჩემი რჩევა იქნება მხოლოდ ის, რომ გააგრძელოთ, რასაც აკეთებთ", - განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.