logo_geo
eng_logo
ლალი მოროშკინა: ქალობა არ გეწვის, შვილმკვდარ იას რომ ენას უბრუნებ?
- +

2 ოქტომბერი. 2016. 00:37



„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი - გაერთიანებული ოპოზიციის" ერთ-ერთი ლიდერი ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში სანდრა რულოვსის მისამართით სტატუსს აქვეყნებს:

 

 

„რომელ სუფთა ხელებზე მელაპარაკები?

ფეხები არ გეწვის, ჭყონდიდელების და დადიანების ალაგს რომ ტკეპნი?

გული არ გეწვის, შენი ხელის ბიჭის აოხრებულ საქართველოს რომ უყურებ?

ტვინი არ გეწვის სპეც-სამსახურების ნასწავლ მეგრულს რომ იყენებ საცოდავი ხალხის გასაგიჟებლად?

 

ენა არ გეწვის, ამდენ ტყუილს რომ ანთხევ?

ქალობა არ გეწვის, შვილმკვდარ იას რომ ენას უბრუნებ?

თუმცა, რა უნდა გეწვოდეს რაც არ გაქვს?

 

შენ დღეს საქართველომ დაგწყევლა სანდრა!

ეს კი მერწმუნე, გამოცხადებულ ომზე უარესია!" - წერს ლალი მოროშკინა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner