ფონდ „ქართუს" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ლეკა მენაბდიშვილი სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის წევრებზე თავდასხმის ფაქტს ეხმიანება და სტატუსს აქვეყნებს:
„ესენი არ არიან ადამიანები!!! ნაცები არიან აგრესიული ბანდის წევრები!!! ძალადობით დაიწყეს და ცდილობენ ისევ ძალადობითვე იფორთხიალონ... არაკაცები!!!
ზუგდიდის რაიონის სოფელ დიდინეძში ნაცემი ერთ-ერთ გოგონა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. საავადმყოფოში იგი უგონო მდგომარეობაში მიიყვანეს", - წერს ლეკა მენაბდიშვილი სოციალურ ქსელში.