logo_geo
eng_logo
ვასილ მაღლაფერიძე: რის გადაფარვას ცდილობს სააკაშვილი ამ ტყუილით?!
- +

2 ოქტომბერი. 2016. 02:01


 

პუბლიცისტი ვასილ მაღლაფერიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

 

 

„სააკაშვილმა თქვა ტყუილი, რომელიც ნაცმოძრაობის მარცხს მოასწავებს!

 

ცოტა ხნის წინ, სააკაშვილმა „რუსთავის 2"-ის ეთერში განაცხადა, ნაციონალური მოძრაობა არჩევნებში იმარჯვებს, რაც ივანიშვილმაც აღიარა და თქვა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას" მოსახლეობის 30% უჭერს მხარსო.

 

თუმცა, სააკაშვილმა მოიტყუა და ფაქტები შეგნებულად გადაასხვაფერა.

 

სინამდვილეში, ტელევიზორში რასაც ვუსმინეთ, ივანიშვილმა განაცხადა, მოსახლეობის 30% ისევ ფიქრობს, ხოლო 150-200 ათასი მოქალაქე „ნაციონალებს" უჭერს მხარსო.

 

ანუ 30% „ნაციონალებს" კი არ უჭერს მხარს, არამედ ფიქრობსო!

(ანუ ფიქრობსო, ჯერ არ გადაუწყვეტია, ვის მისცეს ხმაო!)

 

150-200 ათასი კი რომელიც „ნაციონალებს" უჭერს მხარს, არის 10-12%.

 

ნებისმიერს შეუძლია, ჩანაწერები ნახოს და გადაამოწმოს რა თქვა ივანიშვილმა და როგორ გადაასხვაფერა მისი ნათქვამი სააკაშვილმა.

 

ანუ, სააკაშვილმა ცადა, რომ ნაცმოძრაობის გამარჯვებში დავერწმუნებინეთ გაყალბებული ფაქტებით, ვინაიდან იცის, რომ მისი პარტია მარცხდება. ამ „ჟულიკობას" სხვა ახსნა არა აქვს!

 

ყველანაირი საფუძველი არსებობს იმ გონივრული ეჭვისთვის, რომ სააკაშვილის ეგზიტპოლიც ასეთივე ნაჩალიჩარი იქნება!

 

P.S. ორივე ჩანაწერი დევს ინტერნეტში და ნებისმიერს შეუძლია გადაამოწმოს.

P.P.S. წესით ჟურნალისტებმა განუწყვეტლივ უნდა ჰკითხონ „ნაცმოძრაობის" წევრებს, რის გადაფარვას ცდილობს სააკაშვილი ამ  ტყუილით?!" - წერს ვასილ მაღლაფერიძე სოციალურ ქსელში.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner