კაცხის მონასტერი ტურისტებს განახლებული ინფრასტრუქტურით დახვდება. მუნიციპალური განვითარების ფონდი მონასტრის რესტავრაციასთან ერთად მის მიმდებარე ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებსაც აწარმოებს. პროექტი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, რეგიონული განვითარების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და მისი ღირებულება მილიონ ლარს აჭარბებს.
პროექტის დასრულების შემდეგ, სამონასტრო კომპლექსთან გაუმჯობესდება ტურისტული ინფრასტრუქტურა, რაც მეტი ტურისტის მოზიდვის საფუძველი იქნება. ეს ფაქტი კი თავისმხრივ ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის საოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.