logo_geo
eng_logo
ლალი მოროშკინა: სამშობლო საფრთხეშია!
- +

2 ოქტომბერი. 2016. 03:08



„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი - გაერთიანებული ოპოზიციის" ერთ-ერთი ლიდერი ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში „რუსთავი 2"-ის დაკვეთით ჩატარებული კვლევის შედეგებს ეხმიანება და სტატუსს აქვეყნებს:

 

„ბეცებისთვის კიდევ ერთხელ განვმეორდები!

ეს მონაცემები უნდა გამოქვეყნებულიყო 8 ოქტომბერს, დღის პირველ ნახევარში, მაგრამ გარკვეული გარემოებები შეიცვალა, ნაცების გეგმა არ წავიდა სრული სვლით და პროცესი დაჩქარდა!

შესაბამისად, არეულობის მცდელობამ გადმოინაცვლა არჩევნებმდე, რაზეც მეტყველებს სრულიად გათავხედებული სანდრას და ე.წ.მეგრული დაჯგუფების ია მეტრეველზე განხორციელებული შეტევა და „ოცნების" აქტივისტების უმოწყალო ცემა!

და ისევ და ისევ!!!

დღეს კონსტიტუციისამებრ მხოლოდ პრეზიდენტს შეუძლია მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს და მოხსნას პროვოკატორულ-ზონდერული ნაც.მოძრაობა არჩევნებიდან!

სხვა შემთხვევაში სამოქალაქო ომი გარდაუვალია!

დღეს ია მეტრეველის გვერდზე 2-3 ვაჟკაცი რომ ყოფილიყო, დღის ბოლოს სისხლის კალო დადგებოდა!

ეს ის შემთხვევაა, როცა უვაჟკაცობამ სისხლი აგვარიდა, მაგრამ ხვალ რა იქნება?

მოკლედ ასე, მოვრჩეთ ცალ-ცალკე ყელყელაობას და გავერთიანდეთ ყველა მინუს ერთი!

სამშობლო საფრთხეშია!" - წერს ლალი მოროშკინა.

 

შეგახსენებთ, რომ დღეს „რუსთავი2"-მა გამოაქვეყნა GFK-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები, სადაც, „ქართულ ოცნებას" რეიტინგებში „ნაციონალურმა მოძრაობამ" გაუსწრო.



 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner