logo_geo
eng_logo
ქართველი გმირი ნიკა გოგრაჭაძე, რომელმაც 3 წლის გოგონა გადაარჩინა, თვითონ კი - გარდაიცვალა
- +

2 ოქტომბერი. 2016. 03:30


 

ბათუმელმა ნიკა გოგრაჭაძემ 3 წლის უკრაინელი გოგონა გადაარჩინა, თვითონ კი გარდაიცვალა. მის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტი ქვეყნდება, რომელსაც გთავაზობთ:


„მეგობრებო! ეს არის ბათუმელი ნიკა გოგრაჭაძე, რომელმაც უყოყმანოდ გაწირა თავი უცხოელი ტურისტი ბავშვის გადასარჩენად.

შემთხვევა 21 სექტემბერს მოხდა, 3 წლის უკრაინელი გოგონა ე.წ. ბენზეს დასახლებაში, საოჯახო ტიპის სასტუმროს ეზოში მდებარე აუზში შემთხვევით ჩავარდა, ბავშვის ამოსაყვანად აუზში ნიკა უმალვე ჩავიდა, ნიკას დენმა დაარტყა, დაიღუპა. გოგონა გადარჩა.

ნიკა გმირია! გმირი, რომელმაც დაუფიქრებლად გაწირა საკუთარი სიცოცხლე, პატარა გოგონას გადასარჩენად.

ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული...

„ის, ვინც ოდესმე გადაარჩენს ერთ სიცოცხლეს, გადაარჩენს მთელს მსოფლიოს", - ნათქვამია წერილში.



წყარო: primenewsgeorgia.ge

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner