logo_geo
eng_logo
რომის პაპი საქართველოს პრეზიდენტმა, პირველმა ლედიმ და საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქმა გააცილეს
- +

2 ოქტომბერი. 2016. 11:26




საქართველოში რომის პაპის ორდღიანი ვიზიტი დასრულდა. პაპის ოფიციალური  გაცილების ცერემონია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა.



მისი უწმინდესობა, რომის პაპი საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ და საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქმა ილია მეორემ გააცილეს.



გაცილების ოფიციალურ ცერემონიაში საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე მონაწილეობდნენ.



რომის პაპი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, პრემიერმინისტრს, საქართველოში კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენლებს შეხვდა და თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე წმინდა წირვა აღავლინა.



ვიზიტის დასასრულს, რომის პაპმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქთან და თანმხლებ პირებთან ერთად მცხეთაში სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი მონახულა და ტაძარში სიტყვა წარმოთქვა.



რომის პაპი ფრანცისკე თბილისიდან აზერბაიჯანში გაემგზავრა.

 

 

 

 





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner