შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორი გივი მიქანაძე NATO-ს სათაო ოფისის პროფესიული განვითარების პროგრამის (PDP) კოორდინატორს მარჩინ კოზიელს და NATO-საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამის წარმომადგენლებს შეხვდა.
გივი მიქანაძემ სტუმრებს შსს-ს აკადემიაში განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო. მხარეებმა შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილის ინიციატივაზე ისაუბრეს, რომელიც აკადემიის რეგიონულ-საგანმანათლებლო ცენტრად ჩამოყალიბებას გულისხმობს. გივი მიქანაძემ და მარჩინ კოზიელმა პოლიციელთა განათლების კუთხით სამომავლო გეგმები განიხილეს და არსებული თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, სტუმრებმა შსს-ს აკადემიის ინფრასტრუქტურა, სასწავლო და ფიზიკური მომზადების ოთახები, იმიტირებული სასამართლო დარბაზი, იმიტირებული სასაზღვრო-გამშვები პუნქტი, რეალური და ვირტუალური ტირები დაათვალიერეს.