logo_geo
eng_logo
მამუკა არეშიძე: ტელევიზია რომ გქვია, ამის გაკეთების უფლება არ გაქვს
- +

2 ოქტომბერი. 2016. 13:46



ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე ოთარ დანელიას ჩანაწერის გასაჯაროებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ მსგავსი რამ ტელევიზიის ხელმძღვანელობამ არ უნდა იკადროს.

 

 

ნიკა გვარამია ამ საქციელით თავის ბიოგრაფიას გვახსენებს, როცა ფარულ ჩანაწერებზე დაყრდნობით ხდებოდა ადამიანების ბიოგრაფიის შეფასება და მათი ციხეში გაშვება თუ დისკრედიტაცია. ამ ჩანაწერზეც პირველი ეს გავიფიქრე - ნიკა გვარამიამ თავის საქმიანობა გააგრძელა.

ტელევიზიის მუშაობისას მსგავსი ჩანაწერები შეიძლება შემთხვევით შეიქმნას, მიკროფონმაც ჩაიწეროს, კამერამაც... მაგრამ არჩევნების პერიოდში ასეთი ჩანაწერის გასაჯაროება აბსოლუტურად ამორალური საქციელია. ვინმეს თუ ჰგონია, მე მსგავსი შემთხვევები არ მქონდა, ძალიან ცდება - ჩვენც იგივე რეჟიმში ვმუშაობდით და ჩაგვვარდნია მსგავსი ჩანაწერი, მაგრამ არ ნიშნავს, რომ ჩვენ ის უნდა გამოგვეფინა - არსებობს შინაგანი ცენზურა, არსებობს მორალური მხარე, მით უმეტეს, არჩევნებია და ამ გზით ზემოქმედებ ელექტორატზე, ტელევიზია რომ გქვია, ამის გაკეთების უფლება არ გაქვს", - განაცხადა მამუკა არეშიძე.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner