logo_geo
eng_logo
რომის პაპი აზერბაიჯანს ესტუმრა
- +

2 ოქტომბერი. 2016. 13:06



რომის პაპი საქართველოს შემდეგ აზერბაიჯანს ესტუმრა. პაპი ფრანცისკი წმინდა წირვას კათოლიკურ ეკლესიაში ჩაატარებს, რომელიც 2002 წელს პაპი იოანე პავლე მეორის ვიზიტის შემდეგ აშენდა.



აზერბაიჯანში, სადაც რელიგიურ უმრავლესობას შიიტი მუსლიმები წარმოადგენენ, 500-მდე კათოლიკე ცხოვრობს.



რომის პაპი ყველა რელიგიური კონფესიის წარმომადგენელსა და ქვეყნის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდება, ამის შემდეგ კი ვატიკანში დაბრუნდება.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner