logo_geo
eng_logo
ყვარლის ღვინის მარნის გვირაბთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა
- +

2 ოქტომბერი. 2016. 14:23



საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ყვარლის ღვინის მარნის გვირაბთან მისასვლელი საავტომობილო გზის პერიოდული შეკეთების სამუშაოები დაასრულა.  დასრულებული სამუშაოები, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი სეთურიძემ დაათვალიერა.



პროექტის ფარგლებში, 1.3 კილომეტრიან მონაკვეთზე განხორციელდა დაზიანებული გზის სავალი ნაწილის აღდგენა; ხელოვნური ნაგებობების რეაბილიტაცია; წყალგამტარი მილების, გვერდულების, ადგილობრივ გზებთან მიერთებებისა და მოსახლეობის ეზოებში შესასვლელების მოწყობის სამუშაოები.



აღნიშნული გზა, ყვარლის ღვინის მარნამდე მიდის და განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ტურისტული თვალსაზრისით.



პერიოდული შეკეთების სამუშაოები მიმდინარე წლის აგვისტოში დაიწყო და მისმა ღირებულებამ 865 643 ლარი შეადგინა. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა.






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner