logo_geo
eng_logo
ირინა იმერლიშვილმა, გიორგი კვერენჩხილაძემ და თეიმურაზ ტუღუშმა ფიცი დადეს
- +

2 ოქტომბერი. 2016. 15:00



საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ახლად განმწესებულმა მოსამართლეებმა ირინა იმერლიშვილმა, გიორგი კვერენჩხილაძემ და თეიმურაზ ტუღუშმა ფიცი დადეს.



მათ საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის თავმჯდომარის და საქართველოს უზენაესი სასამართოს თავმჯდომარის თანდასწრებით გამართულ ფიცის დადების ღონისძიებაზე პირობა დადეს, რომ ემსახურებიან ქვეყანას.



ფიცის დადების შემდეგ მათ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მიმართა.



ირინა იმერლიშვილი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ განმწესებამდე. იკავებდა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის პოზიციას. 2012 - 2013წწ. იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი. 2000-2003 წწ გახლდათ იუსტიციის მინისტრის მოადგილე.



გიორგი კვერენჩხილაძე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ დანიშვნამდე, იკავებდა საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის თანამდებობას. 2004-2007 წწ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივი უზრუნველყოფის და კვლევების დეპარტამენტის უფროსი; საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის თანაშემწე; გიორგი კვერენჩხილაძე გახლავთ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკონსტიტუციო სამართლის სრული პროფესორი.



თეიმურაზი ტუღუში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართოს წევრად განმწესებამდე, 2006 წლიდან - დღემდე მუშაობდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, 2014 წლიდან იკავებდა ამავე სასამართლოს სამართლებრივი უზრუნველყოფისა და კვლევების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას. თეიმურაზ ტუღუში სხვადასხვა წლებში გახლდათ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დისციპლინური სამართალწარმოების დეპარტამენტში, ასევე ეკავა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა თბილისის საგადასახადო ინსპექციისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროში სხვადასხვა წამყვანი თანამდებობა.



ირინა იმერლიშვილი და გიორგი კვერენჩხილაძე საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებად საქართველოს პრეზიდენტმა 2016 წლის 10 სექტემბერს დანიშნა. თეიმურაზ ტუღუში კი უზენაესი სასამართლოს პლენუმმა 2016 წლის 20 სექტემბერს აირჩია.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner