logo_geo
eng_logo
იაგო კაჭკაჭიშვილი: ასეთი მარაზმის მოსალოდნელობა უკვე ხელისგულზეა...
- +

2 ოქტომბერი. 2016. 15:11



სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ დარწმუნებულია, ეგზიტპოლში, რომელსაც „რუსთავი 2" ჩაატარებს, „ნაცმოძრაობას", სულ მცირე, „ქართული ოცნების" თანაბარი შედეგები ექნება.


 

ისეთი სისულელეები ითქვა გუშინ რუსთავი 2"-ის ეთერში GFK-ისკვლევის" შედეგების განხილვისას, რომ ამ სიუჟეტს ნამდვილად შევიტანდი როგორც ერთ-ერთ სანიმუშო შემთხვევას სოციოლოგიის პრაქტიკის სილაბუსში, თუ როგორ არ უნდა მოხდეს მონაცემების წარდგენა.

უკვე დარწმუნებული ვარ, რომ ეგზიტპოლში, რომელსაც რუსთავი 2" ჩაატარებს, ნაცმოძრაობას", სულ მცირე, ქართული ოცნების" თანაბარი შედეგები ექნება (თუმცა, არ გამოვრიცხავ, რომ პირველ ადგილზეც გაიყვანონ). ასეთი  მარაზმის მოსალოდნელობა უკვე ხელისგულზეა...

ახლა ის მაინტერესებს, გაუძლებს კი პოლიტიკურ ცდუნებას და იქნება კი სამართლიანი მეორე ეგზიტპოლი, რომელსაც ასეთი ოდიოზური საპირწონე ჰყავს?" - წერს კაჭკაჭიშვილი.






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner