logo_geo
eng_logo
გიორგი ახვლედიანი: რუსული ტანკის გამოა, საქართველოში კაციშვილი რომ ინვესტიციის განხორციელებას არ გეგმავს
- +

17 თებერვალი. 2016. 14:37


„ჩვენ ჯერ კიდევ 2008 წელს დავინახეთ, რომ NATO-ში გაწევრიანების პერსპექტივა დასრულებული იყო", - ამის შესახებ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" წევრმა გიორგი ახვლედიანმა განაცხადა. მისი თქმით, NATO რუსეთთან სამხედრო კონფრონტაციას საქართველოს გამო არც დააპირებდა.



„აგვისტოს ომი იყოს ერთგვარად წერტილი დასმა. რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობას, რუსეთთან გვაქვს ურთულესი ვითარება, 30 კილომეტრში მისი ტანკი დგას, და იმ ტანკის გამოა, საქართველოში კაციშვილი რომ ინვესტიციის განხორციელებას არ გეგმავს. ერთი ტანკი რომ დადგეს ავტობანზე, ქვეყანა ორად არის გახლეჩილი. „დემოკრატიული მოძრაობა" ამიტომ ვსაუბრობთ, რომ იმ ტანკის მფლობელ სახელმწიფოს უნდა ვესაუბროთ და მისი მტრობა ან გავანეიტრალოთ, ან შევანელოთ, ან ისეთ მტრად აღარ გვყავდეს, რომ მის გამო ქვეყანა პარალიზებული იყოს მთლიანად", - განაცხადა ახვლედიანმა.

 

მისი თქმით, რუსეთთან კონფრონტაციით საქართველო დაზარალდა და სწორედ ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესია რუსეთთან  მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა.„სანამ მოლაპარაკები მიმდინარეობს, ტანკი არ გესვრის", - აღნიშნა ახვლედიანმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner