განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილედ რატი ბრეგაძე თსუ-ში მიმდინარე საპროტესტო აქციას ეხმაურება და სტუდენტებს მიმართავს:
„სტუდენტებს შორის დაპირისპირება მხოლოდ ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეს შეიძლება აწყობდეს. პატივს ვცემ ნებისმიერი ადამიანის გამოხატვის უფლებას, მაგრამ ერთი რამ არის მთავარი, რაც ყველას უნდა ახსოვდეს - უფლება მთავრდება იქ, სადაც სხვისი თავისუფლება იწყება. მეგობრებო, ნუ აჰყვებით პროვოკაციას, ამას სიკეთე არასოდეს მოუტანია. თქვენ ხართ გონიერი ხალხი, ახალგაზრდა თაობა, ამ ქვეყნის მომავალი და შეგწევთ ძალა, რომ ეს პრობლემა, ისევე როგორც არაერთი სხვა, მშვიდობიანად მოაგვაროთ. თუ ჩათვლით, რომ რაიმე ფორმით კონფლიქტის მოგვარებაში წვლილის შეტანა შემიძლია, მიგულეთ გვერდით", - წერს რატი ბრეგაძე სოციალურ ქსელში.