logo_geo
eng_logo
ბექა თევზაძე: აღმოვაჩინე, რომ ჩემმა დიდმა ბაბუამ ბერბიჭაშვილთან ერთად მოკლა ილია ჭავჭავაძე!
- +

2 ოქტომბერი. 2016. 17:21



ბექა თევზაძე ჩოხატაურში ცხოვრობს. საკმაოდ განათლებულია. დაამთავრა სულხან-საბა ორბელიანის სახელობის უნივერსიტეტი. წერს ლექსებს და მოთხრობებს. ერთი შეხედვით, მის ცხოვრებაში ყველაფერი რიგზე უნდა იყოს, მაგრამ აღმოაჩინა, რომ მისი ოჯახი დაწყევლილია. ალბათ, არც ეს იქნებოდა განსაკუთრებული შემთხვევა, რომ არ უკავშირდებოდეს ყველაფერი ილია ჭავჭავაძის მკვლელობას:



მე გამოვიკვლიე და დავადგინე, რომ ბაბუაჩემის მამა, სილიბისტრო ლევანის ძე თევზაძე, რომელიც დაიბადა 1868 წელს ჩოხატაურის რაიონის სოფელ ზემოხედში. ჯერ კიდევ პატარა ყოფილა, როცა მამამისი ჩამოსახლებულა სოფელ ნანეიშვილისეულში, ასე ერქვა ადრე. სილიბისტრო თევზაძე სწავლობდა ოზურგეთში, სასულიერო სემინარიაში ფილიპე მახარაძესთან და ნოე ჟორდანიასთან ერთად. შემდეგ ჩაება რევოლუციაში, იყო ფილიპე მახარაძის მარჯვენა ხელი და ახლო მეგობარი. მოგვიანებით ეკურთხა მღვდლად, მაგრამ არ მიუტოვებია ფილიპე და მონაწილეობა მიიღო როგორც ილია ჭავჭავაძის მკვლელობის ორგანიზებაში, ისე 1921 წლის რევოლუციის მოწყობაში.

გიგლა ბერბიჭაშვილი იყო მისი კარის მეზობლის, პეტრე უშვერიძის ნათესავი და ხშირად ჩამოდიოდა აქ. ესე იგი, მამაჩემის ბაბუა, სილიბისტრო უშუალოდ მონაწილეობდა ილიას მკვლელობის ორგანიზებაში. სწორედ პეტრე უშვერიძემ გააცნო ბერბიჭაშვილი სერგო ორჯონიკიძესაც. მე ამას ვლაპარაკობ სოფელშიც, მაგრამ ყველა დამცინის.

ჩემმა დიდმა ბაბუამ მოკლა წმინდანი, შთამომავლობა დაიწყევლა, შვიდ თაობაზეა გადასული. ბიძაჩემს სამი შვილი მოუკვდა, ჩემი და ბავშვობიდან ავადმყოფია, ჩემ ოჯახს არაფერი არ შველის, აგერ, მეც ასეთ მდგომარეობაში ვარ. მამაჩემი იმხელა ამპარტავანია, სუფთა ავადმყოფია, ველაპარაკები, წავიდეთ ეკლესიაში, მოვინანიოთ, რაც საჭიროა, გავაკეთოთ-მეთქი, არ მომყვება, ლოთია, მარტო სადღეგრძელოები იცის, სხვა არაფერი არ აინტერესებს.

მე ვიყავი ეკლესიაში, ყველა მეუბნება, უნდა მოინანიოთო, ვერც მამაჩემი მიმიყვანია ეკლესიამდე და ვერც სხვები. მამაჩემი მეუბნება, არ მინდა აღსარება, არ მინდა არაფერიო. შანსი არ არი, ჩვენ წმინდანის მკვლელობას ღმერთი არ გვაპატიებს. ბიძაჩემსაც არ სჯერა, რომ ამის გამო დაკარგა სამი შვილი. საჭიროა მხილება და მერე მონანიება. ამას აქვს თავისი წესები".


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner