ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ტერეზა მეის განცხადებით, გაერთიანებული სამეფო ევროკავშირის შემადგენლობის დატოვების პროცესს, ოფიციალურად, არა უგვიანეს 2017 წლის მარტში დაიწყებს.
გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მეთაურს ლისაბონის შეთანხმების 50-ე სტატიის ამოქმედების ზუსტი თარიღი არ დაუსახელებია, თუმცა აღნიშნა, რომ გეგმის თანახმად, ეს 2017 წლის პირველ კვარტალში მოხდება. ევროკავშირიდან გამოსვლის პროცესი კი, საბოლოოდ, 2019 წლის მარტისთვის დასრულდება.
ტერეზა მეის განცხადებით, „ბრექსიტის" პროცესი საკმაოდ რთული იქნება და გამოთქვა იმედი, რომ მოსამზადებელი პროცესი უახლოეს მომავალში დაიწყება.