logo_geo
eng_logo
მაია ნიკოლეიშვილი: ცხედრები წაიღეს, დამარხეს და შემდეგ პატრონებს მისცეს უფლება, ამოეთხარათ!
- +

2 ოქტომბერი. 2016. 17:24



მე ვერ წამომიდგენია, სააკაშვილის ბრძანების გარეშე ექსპერტიზის ბიუროში კუდის" კუნთმაგარი ვაჟკაცები" შევარდნილიყვნენ, ყველა დაეწიოკებინათ და ყველაფერი გაენადგურებინათ" - წერს დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.


 

როგორც კი ლაფანყურში უბედურება მოხდა, როგორც კი ბიჭები ჩახოცეს, მეორე დილას კუდისა" და სოდის" თანამშრომლები შევიდნენ ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში და ყველა ექსპერტის კომპიუტერი შეამოწმეს, ეძებდნენ ფოტოებს. სადაც ნახეს, ყველგან წაშალეს ან წააშლევინეს სრულად, ცხედრები წაიღეს, დამარხეს და შემდეგ მისცეს პატრონებს უფლება, ამოეთხარათ საფლავები. ეს არის წარმოუდგენელი რაღაცა, ფაქტობრივად ფოტომასალა აღარ არსებობს. ამიტომაც არ აქვს გამოძიებას შედეგი. დასკვნები არსებობს, მაგრამ ეს მხოლოდ ეხება გარეგნულ დათვალიერებას, გამოკვლევები არ არსებობს. გაინტერესებთ, ვის ექვემდებარებოდა ექსპერტიზის ბიურო? ეს უკვე კურიოზული შემთხვევა იყო, პირადად ექვემდებარებოდა მიხეილ სააკაშვილს. როცა მე დირექტორი ვიყავი, მაშინ არ ექვემდებარებოდა და უნდა შექმნილიყო სამეთვალყურეო საბჭო, რათა კონტროლი განხორციელებულიყო. ძალიან საოცარი იერარქიაა, საბჭოც გაუქმდა და ბიუროს უფროსსაც ნიშნავდა სააკაშვილი. მან ასევე გააუქმა ალტერნატიული ექსპერტიზაც და სასამართლო სხვა დასკვნას საერთოდ არ იღებდა. კიდევ ერთი დანაშაული, საპროცესო კანონმდებლობის მიხედვით, ექსპერტი თავისი სტატუსით გაუთანაბრდა მოწმეს. აი, ეს იყო ლევან რამიშვილის დიდი ხნის ოცნება და იდეა. სამწუხაროდ, ლევან რამიშვილი ყველაფრის თავშია. 1999 წლის საპროცესო კანონმდებლობა საკმაოდ კარგი იყო, ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა მტკიცებულებებს, მაგრამ რამიშვილმა განაცხადა: რას მიქვია ექსპერტი, ის უნდა იყოს ჩვეულებრივი მოწმეო. მაშინ დიდი შეხლა-შემოხლა გვქონდა. თუმცა ამის შემდეგ მე სახლში ვზივარ, ხოლო მისი ოცნება ახდა.

 

ჩვენ საქმე გვაქვს ქსელურ დანაშაულთან, რომელსაც აკონტროლებდა ზურაბ ადეიშვილი. რატომ მოხდა, რომ გვიჩიანის საქმეზე სულ სხვანაირი ანალიზები ჩამოვიდა უცხოეთიდან? თავად გვიჩიანის დეენემის შესწავლის შემდეგ დადგინდა, რომ ეს ადამიანი არ მონაწილეობდა მკვლელობაში, ამ დროს ციხეში მოხვდა.

მე ვერ წამომიდგენია, სააკაშვილის ბრძანების გარეშე ექსპერტიზის ბიუროში კუდის" კუნთმაგარი ვაჟკაცები" შევარდნილიყვნენ, ყველა დაეწიოკებინათ და ყველაფერი გაენადგურებინათ. იმ პერიოდში ბაჩო ახალაია იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელსაც სააკაშვილისგან მინიჭებული ჰქონდა განუზომელი უფლებები." - წერს ნიკოლეიშვილი.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner