logo_geo
eng_logo
ალექსანდრე ჯეჯელავა: არ შეიძლება მასწავლებლის გამოცდა
- +

2 ოქტომბერი. 2016. 17:27



განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში", პედაგოგებთან შეხვედრისას მასწავლებელთა შეფასების სქემასა და გამოცდებზე გაამახვილა ყურადღება.



კვალიფიკაციას დადასტურება და ამაღლება სჭირდება, მაგრამ მე მრცხვენია, გამოვცადო ადამიანი, რომელიც 30-წელია ასწავლის. არ შეიძლება მასწავლებლის გამოცდა - ის გამოსცადა ცხოვრებამ, ათასმა უკუღმართობამ და სირთულემ. ჩვენ შეგვიძლია მას მხოლოდ დავეხმაროთ და ხელი შევუწყოთ", - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ, რასაც შეხვედრაში მონაწილე პედაგოგები ტაშით შეხვდნენ.



მინისტრმა შეხვედისას აღნიშნა, რომ მისი სურვილია, მასწავლებლებთან დაკავშირებული ღონისძიებები, მათ შორის მასწავლებლის დღე, მასშტაბური და საყოველთაო დღესასწაული გახდეს.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner