3 ოქტომბერს, 11:00 საათზე, კულტურის სამინისტროში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე „საქართველოს ყრუთა კავშირთან" არსებულ ქორეოგრაფიულ ანსამბლ „ლილეს", ახალი წეროვანის დევნილ ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლის „ივერია" და ხალხური საკრავებისა და სიმღერის ანსამბლის - „მომავალი თაობა" წარმომადგენლებს უმასპინძლებს.
მინისტრი ანსამბლის წევრებს ფესტივალებზე მიღწეულ წარმატებას მიულოცავს და სამახსოვრო საჩუქრებს გადასცემს.
ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის წევრები, ქალაქ თბილსის მერი დავით ნარმანია, მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე, საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი, არასამთავრობო ორგანიზაციების, ხელოვნების სფეროსა და მედიის წარმომადგენლები დაესწრებიან.