logo_geo
eng_logo
დარეჯან მეფარიშვილი: გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ ცხადყო, როგორ „გამოსწორდა" ნაცხროვა...
- +

2 ოქტომბერი. 2016. 18:52



„გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ ცხადყო, როგორ „გამოსწორდა" ნაცხროვა“... - წერს ჟურნალისტი დარეჯან მეფარიშვილი სოციალურ ქსელში.



თქვენ წარმოგიდგენიათ, უმოწყალოდ მოკლული გამცემლიძის და რობაქიძის დედებისთვის ისეთი პატივი რომ მიეგოთ, როგორიც შვილმკვდარ დედას უნდა მიაგოს ადამიანმა, რა მოხდებოდა?

თქვენ წარმოგიდგენიათ, რა მოხდებოდა, - სანდრას ხელი რომ შეეშალა იმ ვანდალიზმისთვის, რაც მშობლის ტყავში გახვეულმა ნადირებმა იკადრეს?!

შვილმკვდარ დედას იმაზე მეტს ვერავინ დაუშავებს, რაც დამართა სააკაშვილის რეჟიმმა! გუშინდელმა დღემ კი კიდევ ერთხელ ცხადყო, როგორ გამოსწორდა" ნაცხროვა...

და, იმის თქმა - რატომ მივიდნენ შვილმკვდარი დედბი იქ, რას ელოდნენ სანდრასაგან, მე ვფიქრობ, ზედმეტია...

რატომ?

დედას ვერ აუკრძალავ, მისი შვილის მკვლელის ცოლს (მკვლელსაც, მისი ოჯახის წევრსაც) ჩახედოს თვალებში...

დედააა, დედა და ყველგან მივა, ისე, როგორც აქამდე დადიოდა...

დედაა..." - წერს დარეჯან მეფარიშვილი.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner