მწერალი გოდერძი ნიკოლოზის ძე ჩოხელი 1954 წლის 2 ოქტომბერს, დუშეთის რაიონის სოფელ ჩოხში დაიბადა. სოფლის რვაწლიანი სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლობდა ფასანაურის საშუალო სკოლაში. 1972 წელს ჩააბარა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში, კინომცოდნეობის ფაკულტეტზე, 1974 წლიდან - კინოსარეჟისორო ფაკულტეტზე, რომელიც 1979 წელს დაამთავრა. იმავე წელს მიიღეს კინოსტუდია „ქართულ ფილმში" დამდგმელ რეჟისორად. 1980 წლიდან კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრი, ხოლო 1981 წლიდან მწერალთა კავშირის წევრია. 1997 წლიდან მისი მოთხრობები იბეჭდება ჟურნალ-გაზეთებში.
1980 წელს გამოიცა პირველი წიგნი „წერილი ნაძვებს". წიგნს წლის საუკეთესო პირველი წიგნის პრემია მიენიჭა. 1981 წლიდან წიგნი რუსულ ენაზე ითარგმნა. გამოცემული აქვს ლექსებისა და მოთხრობების კრებულები: „ბინდისფერი სოფელი", „თევზის წერილები", „შემინახე,დედაო მიწავ!", „სულეთის კიდობანი", „არჩევნები სასაფლაოზე". ლექსების კრებული „ბედი მდევარი", მოთხრობების კრებული იტალიურ ენაზე „შავი არაგვი", რომელიც ითარგმნა სხვა ენებზეც. რომანები: „მგელი", „მღდვლის ცოდვა", „ადამიანთა სევდა".
გოდერძი ჩოხელს გადაღებული აქვს ფილმები: ნამეხარი მუხა, ადგილის დედა, 1982 წელს გერმანიაში ქალაქ ობერჰაუზენში, მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე მიიღო გრანპრი.
გოდერძი ჩოხელი 2007 წლის 16 ნოემბერს გარდაიცვალა.