logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: საქართველოში მოძალადე ხელისუფლებები ვერასდროს დაბრუნდებიან
- +

2 ოქტომბერი. 2016. 20:35



კახა კალაძის თქმით საქართველოში მოძალადე ხელისუფლებები ვერასდროს დაბრუნდებიან. ამის შესახებ  განცხადება "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა, პარტიის ცენტრალური შტაბის უფროსმა კახა კალაძემ საბურთალოს ამომრჩეველთან შეხვედრისას გააკეთა.



„ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს, თუ რა მდგომარეობა იყო წლების განმავლობაში ქვეყანაში, როგორი დამოკიდებულება იყო განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ, როგორი ზეწოლა იყო ჩვენს მხარდამჭერებზე, თითოეულ ჩვენთაგანზე, ჩვენს ოჯახის წევრებზე, მეგობრებზე, ნათესავებზე, მაგრამ ჩვენ ჩვენი ერთიანობით,ბრძოლით მოვახერხეთ მშვიდობინი გზით წარსულში ჩაგვებარებინა ეს ყველაფერი. ჩვენ, პარტია „ქართული ოცნება", ჩვენი მხარდამჭერებით, ჩვენი ჯარისკაცებით, ვიძლევით პირობას, რომ საქართველოში არასდროს დაბრუნდება, ვერასდროს დაბრუნდება ის ხელისუფლებები, რომლებიც ძალადობდნენ თავიანთი ქვეყნის მოქალაქეებზე", - განაცხადა პარტიის გენერალურმა მდივანმა.



კახა კალაძის თქმით, "ქართული ოცნების" გუნდისთვის მთავარი ამოცანა ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარებაა.


„ჩვენ ძალიან კარგად გვესმის ყველა ის პრობლემა, რომელიც აწუხებს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს. რეალურად ქვეყანაში ერთადერთი ძალა, ერთადერთი პოლიტიკური გუნდი გახლავთ პარტია „ქართული ოცნება", ვისაც აქვს რეალურად შესაძლებლობები იმისა, რომ ეს პრობლემები მოაგვაროს და ჩვენი ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს კეთილდღეობა", - აღნიშნა პარტიის ცენტრალური შტაბის უფროსმა.



კახა კალაძემ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება და ნაძალადევის ამომრჩეველს საკუთარი ხმის დაფიქსირებისკენ მოუწოდა.


„მინდა ვთხოვო თითოეულ თქვენთაგანს, 8 ოქტომბერს მოვკიდოთ ხელი ჩვენს ოჯახის წევრებს, ჩვენს მეგობრებს, ახლობლებს, ნათესავებს და საარჩევნო ყუთებთან მისვლით, ჩვენი აზრის დაფიქსირებით მივიღოთ გადაწყვეტილება თუ ვინ უნდა იყოს ხვალ ქვეყნის ხელისუფლებაში, ვის უნდა ვანდოთ ჩვენი სამშობლო, ჩვენი ხვალინდელი დღე, ჩვენი შვილების მომავალი.

 

 დარწმუნებული ვარ, ეს გადაწყვეტილება იქნება თავისუფლება, თავისუფლების განმტკიცება, ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარება და კეთილდღეობა. მინდა კიდევ ერთხელ მადლობა მოგახსენოთ თითოეულ თქვენთაგანს და დაგარწმუნოთ იმაში, რომ 8 ოქტომბერს ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. მე ამის თქმის შესაძლებლობას მაძლევს თქვენი სიმტკიცე, ის ემოციები, რომელიც თითოეულ თქვენთაგანშია, ის ემოციები რომლებიც თითოეულ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეშია და ბოლოს მე მინდა გითხრათ, რომ 8 ოქტომბერს პარტია „ქართული ოცნების" გამარჯვება არ ნიშნავს მხოლოდ ჩვენი მხარდამჭერების გამარჯვებას, ჩვენი თანამოაზრეების გამარჯვებას, ეს არის სრულიად საქართველოს გამარჯვება, ეს იქნება იმ დემოკრატიული გზის გამარჯვება, რომელიც ჩვენ 2012 წელს დავიწყეთ.

 

ჩვენ არ მივცემთ შესაძლებლობას მოძალადეებს, რომ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში, რადგან ყველას კარგად გვახსოვს თუ რა ხდებოდა წლების განმავლობაში, მინდა კიდევ ერთხელ ძალიან დიდი წარმატებები გისურვოთ თითოეულ თქვენთაგანს, და მინდა, რომ ხვალინდელი დღე რომელიც გვითენდება იყოს ყოველთვის ბედნიერი, იყოს ყოველთვის ბედნიერი თითოეული თქვენთაგანისთვის", - აღნიშნა „ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner