logo_geo
eng_logo
ალექსანდრე ჯეჯელავა: გავიდა, ვერ გავიდა, ჩაიჭრა, გადაიჭრა – ამას თავს ვანებებთ
- +

2 ოქტომბერი. 2016. 20:46




საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსადრე ჯეჯელავამ პედაგოგებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ საგნების გამოცდა აუცილებლად შენარჩუნდება, თუმცა მას ბარიერი აღარ ექნება.



„საგნის გამოცდა აუცილებლად შენარჩუნდება, ოღონდ მას აღარ ექნება ბარიერი. ყველა გავა საგნის გამოცდაზე, რა ქულებსაც მიიღებს, იმ ქულების შესაბამისი კრედიტები მოხვდება მის ყულაბაში. გავიდა, ვერ გავიდა, ჩაიჭრა, გადაიჭრა - ამას ვანებებთ თავს. პედაგოგიური უნარების გამოცდა, რომელიც თქვენ გახსოვთ, იყო რაღაც ეტაპზე, დაბრუნდება და ისიც იქნება უბარიერო გამოცდა. ყველა გავა გამოცდაზე და ნახავს, შეაფასოს თავისი უნარები და შესაძლებლობები. ამის გარდა, ვაპირებთ 5-6 ახალი კომპონენტი შემოვიტანოთ სქემაში. მე ვფიქრობ, ერთ თვეში თქვენ წერილობით ნახავთ ამ სქემას", - განაცხადა მინისტრმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner