ქალაქ იზმირში თურქეთის პოლიციამ თურქი მქადაგებლის, ფეთჰულა გიულენის ძმა დააკავა. ქუთბეთინ გიულენი მისი ძმის ორგანიზაციასთან თანამშრომლობის ბრალდებით დააკავეს.
იზმირის პოლიციამ გიულენის დაკავების ოპერაცია ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე განახორციელა, რომლის თანახმადაც, ეჭვმიტანილი თავისი ნათესავის ბინაში იმალებოდა. ამ დროისთვის ის პოლიციის ტერორიზმთან ბრძოლის დეპარტამენტში იმყოფება.
ფეთჰულა გიულენს თურქეთის ხელისუფლება 16 ივლისის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ორგანიზებაში ადანაშაულებს და აშშ-ს მისი თურქეთისთვის გადაცემას სთხოვს.