ჟურნალისტი შალვა რამიშვილი აცხადებს, რომ ხვალ, პრესკონფერენციაზე ისეთ ინფორმაციას გაავრცელებს, რომელიც წინასაარჩევნო გარემოზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს.
„მეგობრებო, მე მაქვს ისეთი ინფორმაცია, რომელიც მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს წინასაარჩევნო გარემოზე. ინფო არის სენსაციური! ხვალ, დილით 10 საათზე, პრეკონფერენციაზე საჯაროდ მოგახსენებთ, თუ რა ხდება",- წერს სოციალურ ქსელში შალვა რამიშვილი.