მამა სერაფიმე 6 წელია ქანდის მონასტრის წინამძღვარია და მსოფლიოში ერთადერთი მღვდელმსახურია, რომელიც ლიტურგიას არამეულად მართლმადიდებლური წესით აღავლენს.
მამა სერაფიმი წარმოშობით ისტორიული მესოპოტამიიდან ევფრატისა და ტიგროსის შესართავთან მდებარე მიწიდან. დღეს მისი ქრისტესმიერი გზა საქართველოს პატარა სოფელ ქანდაში გრძელდება.
ასურელი სერაფიმეს მშობლიური ენა არამეულია. ენა რომელზეც მაცხოვარი ქრისტე საუბრობდა. მამა სერაფიმი ლოცვებს არამეულად კითხულობს და ქრისტეს ენაზე ზუსტად ისე გალობს, როგორც საუკუნეების წინ უძველეს აღმოსავლეთში.
მამა სერაფიმე მსოფლიოში ერთადერთი მღვდელმსახურია, რომელიც ლიტურგიას არამეულად მართლმადიდებლური წესით აღავლენს. სოფელ ქანდაში ქრისტეს ენაზე ლოცულობენ.
„ეს არ არის უბრალოდ მელოდია, ეს ღვთის მიმართ ლოცვაა. თითქოს იმ ეპოქაში ვიმყოფებით რა დროსაც ქრისტე ქადაგებდა სახარებას. ამ გალობის დროს ძალიან ბევრი ადამიანი თვითონ იქყებს ლოცვას და ღმერთის ხსენებას. ვარდება სინანულში ან უეცარ სიხარულში და ამ დროს ხდება ის, რაც ხდება", - ამბობს მამა სერაფიმი.
ქრისტეს სიტყვები ქრისტეს ენაზე რომ მოისმინონ ქანდაში მორწმუნეები მთელი ქვეყნიდან ჩამოდიან. ასევე ჩამოდიან უცხო ქვეყნებიდანაც. მომლოცველები გრძელ გზას გადიან იმისთვის, რომ მამა სერაფიმეს გალობას უსმინონ. ვინც ღვთისმსახურებას პირველად ესწრება ემოციას ვერ მალავს.
მამა სერაფიმე 6 წელია ქანდის მონასტრის წინამძღვარია. 38 წლის ასურელი ბერი საქართველოში დაიბადა და გაიზარდა. საღვთო ცხოვრება მან 24 წლის ასაკში დაიწყო თუმცა ერის კაცობაში არაორდინალური ცხოვრების რითმი გამოიარა. ასპარეზობდა აღმოსავლურ ორთაბრძოლაში და უკრაინაშ დეპუტატების დაცვის სამსახურის უფროსი იყო.
„სპორტსმენი და საქართველოს ოთხგზის ჩემპიონი. ვნანობ ჩემს ცუდ საქციელებს, მაგრამ ძალიან ბედნიერი ვარ ყოველი ჩემი წუთის და წამის, ერისკაცობიდან დაწყებული დღემდე. მიყვარს სიცოცხლე და მეშინია, სიკვდილის. სულ იმას ვამბობ, რომ თუ მომეცა იმის საშუალება, რომ ოდესღაც ზეცასასუფევლის კარი გაიღება და მე იქ მოვხვდები მაშნ თავსაც არ ავწევ, ვნახო მაცხოვრის წმინდა სახე.", - ამბობს მამა სერაფიმე.
13 ასურელი მამის სახელობის ტაძარში არამეული 2010 წლიდან ისმის. ამის შემდეგ მონაზონი ყველამ ქრისტეს ენაზე მოგალობე ბერის სახელით გაიცნო. ბერმა კი ყველას გააცნო სოფელი ქანდა და ქანდაში მცხოვრები ასირიელები. მართლმადიდებელი ასურელები აქ ორი საუკუნეა ცხოვრობენ.
„უწმინდესმა მითხრა, რომ ეს არის შენი ერიდ ა მათთან უნდა იღვაწოო. დღეს ჩემი ასურელები ყველაზე მეტად მიყვარს. ბევრი რამ მე მათთვის ვერ გავაკეთე, მაგრამ ყველაზე დიდი რაც შემიძლია მივცე მათ ეს ჩემი გულია", - ამბობს მამა სერაფიმე.
ქრისტეს ენაზე აღვლენილ ლოცვებს ვირტუალური მსმენელიც ჰყავს. სოციალურ ქსელში მამა სერაფიმეს გალობა მილიონზე მეტმა მოქალაქემ ნახა და მოისმინა.
მოულოდნელი ამბავი მამა სერაფიმეს წასვლის შესახებ მრევლში ცოტა ხნის წინ გავრცელდა. წინამძღვარი წასვლას მართლაც აპირებდა, თუმცა მის თხოვნას საპატრიარქოში თხოვნითვე უპასუხეს. თხოვნა დარჩენის შესდახებ. ბერი დაემორჩილა.
ასურელი ბერი ტაძარში დარჩება თან მოამავლის გეგმებით. მამა შიო, მამა სტეფანე, მამა პიროსი, 13 ასურელი მამის ტაძარში ბერთა საძმოს მონაზვნებს სწორედ ასურელი მამების სახელები ჰქვიათ. წინამძღვარს იმედია აქვს, რომ მალე საძმო გაიზრდება და 13 ბერი იმსახურებს. 13 ბერი 13 ასურელი ბერის სახელით.