logo_geo
eng_logo
ვითარება თსუ-ში - რა პოზიცია აქვს რექტორს?
- +

15 მარტი. 2016. 14:50


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ლადო პაპავამ სტუდენტების მხრიდან მისი კაბინეტის დაკავების შესახებ დაცვის თანამშრომლებისგან გაიგო.

 

„მე ჩემს პოზიციაზე ვდგავარ უნივერსიტეტის ერთიანობის შესანარჩუნებლად. ვნახოთ, დამატებით ინფორმაციას მივიღებ", - განაცხადა პაპავამ.


ამასთან, სტუდენტური მოძრაობა „აუდიტორია 115"-ის წევრები საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და შს მინისტრს მოუწოდებენ, უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესებით დაინტერესდნენ. სტუდენტ თორნიკე შევარდნაძის ინფორმაციით, თვითმმართველობის წევრებმა სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინეს, როდესაც ისინი რექტორის კაბინეტში შეიჭრნენ და შეეცადნენ, თავს დასხმოდნენ რექტორს.


„აუდიტორია 115"-ის წევრი გოჩა სურგულაძე საზოგადოებას მოუწოდებს სტუდენტების მხარდაჭერისკენ. მისი თქმით, თუ პოლიცია არ დაიცავს მათ უფლებებს, მაშინ საზოგადოებას სთხოვენ, რომ დაიცვას სტუდენტები.



 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner