logo_geo
eng_logo
ლადო ხინჩეგაშვილი: საქართველოში როცა დავბრუნდები, ყველა კითხვას გავცემ პასუხს
- +

3 ოქტომბერი. 2016. 01:05


 

საქართველოში როცა დავბრუნდები, ყველა კითხვას გავცემ პასუხს,  - ასე უპასუხა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლადო ხინჩეგაშვილმა 2030.ნიუს-ის კითხვას, რომელიც მიხეილ სააკაშვილთან ერთად გამოჩენის შემდეგ, სოციალურ ქსელში არაერთგვაროვან გამოხმაურებებს ეხება.


„ახლა ვარ კიევში და ვისვენებ, არ მსურს ამ თემაზე საუბარი. საქართველოში როცა დავბრუნდები, ყველა კითხვას გავცემ პასუხს",-აღნიშნა  ლადო ხინჩეგაშვილმა.


ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოლიმპიური ჩემპიონი ფრანგმა მეღვინემ რთველში  მიიწვია, იქ იყო საქართველოს ყოფილი პრეზიდეტიც და იგი პიარისთვის გამოიყენა.

 

„კაცი მეუბნება, გვერდზე დამიდექი, გადავიღოთო და ხომ არ ვეტყოდი, არ დაგიგდებიმეთქი",-აღნიშნა ლადო ხინჩეგაშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner