logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: რევოლუციური სცენარის შესახებ ინფორმაცია სწორედ „ნაცმოძრაობის” ოფისებიდან მოგვდის
- +

3 ოქტომბერი. 2016. 11:01



„ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანი ირაკლი კობახიძე გაზეთ „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების სავარაუდო საუბრის ჩანაწერს გამოეხმაურა.



ვიდრე სკანდალური ჩანაწერი გავრცელდებოდა, ჩვენი წყაროებიდან მსგავსი სცენარის შესახებ ინფორმაცია უკვე გვქონდა, სხვათაშორის, ინფორმაცია სწორედ ნაციონალური მოძრაობის" ოფისებიდან მოგვდის", - აცხადებს კობახიძე.



მისივე თქმით, ეს ინფორმაცია იმის გამო ჟონავს, რომ იქ ყველა არ არის წამსვლელი „ნაცმოძრაობის" ლიდერების მიერ დაგეგმილი დანაშაულებრივი გეგმის შესრულებაზე.



ზუსტად ვიცით, რა გეგმები ჰქონდათ წინასაარჩევნოდ და არჩევნების შემდეგაც - სურდათ პროვოკაციების მოწყობა, რითაც პოსტსაარჩევნო პროცესისთვის ფონი შემზადდებოდა, მოვლენების განვითარება ინტენსიური უნდა ყოფილიყო, თუმცა არც ერთი ინციდენტისა და პროვოკაციის საშუალება არ მივეცით. პარალელურად ჩვენს აქტივისტებს ვეუბნებით: შეგაგინებენ, არ უნდა უპასუხო, დაგარტყამენ, ხმა არ გასცე",- განაცხადა კობახიძემ.



როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, პროვოკაციების მთელი ჯაჭვი უნდა ყოფილიყო.



გვქონდა ინფორმაცია .. პარალელური ორგანიზაციების შექმნის შესახებაც. შექმნეს კიდეც ასეთი ორგანიზაცია საქართველოს ერთგულების სახელით", რომელსაც ნაციონალური მოძრაობის" გეგმები უნდა განეხორციელებინა. რაც შეხება ფატებს, ერთ-ერთი სერიოზული ინციდენტი მართლაც ლევან გოგიჩაიშვილის შტაბში დაფიქსირდა", - განაცხადა კობახიძემ.



ირაკლი კობახიძის თქმით, პროვოკაციების მოწყობის ყველაზე მაღალი ალბათობა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში და ბათუმშია.



ბათუმსა და ზუგდიდში აქციები ვიწრო ქუჩებში ჩაატარეს, რეალურად კი, თუნდაც აჭარაში ადგილობრივ შტაბს 6 000 კაცის მობილიზება ჰქონდა დავალებული, თუმცა მხოლოდ 2500-მდე კაცის შეკრება მოახერხა. ზუგდიდშიც იგივე სურათი იყო. მეტიც, ზუგდიდის შტაბში თბილისიდან ჩასული ლიდერები უკმაყოფილებას არ მალავდნენ და ადგილობრივი აქტივის ხელმძღვანელები მწვავედაც გააკრიტიკეს.

 

ჩვენი პრინციპული პოლიტიკის შედეგია ის, რომ ნაციონალური მოძრაობა" აბსოლუტურად უსუსურ და მარგინალურ პოლიტიკურ ძალად იქცა. 8 ოქტომბერს მათი მარგინალიზაცია ამომრჩეველმა საბოლოოდ უნდა გააფორმოს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner