3 ოქტომბერს, 19:30 საათზე, ოპერისა და ბალეტის თეატრში საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრი და ნიკოლოზ რაჭველი წარმოგიდგენთ გია ყანჩელის ნაწარმოების „Al Niente სიმფონიური ორკესტრისათვის" პირველ შესრულებას საქართველოში.
ღონისძიებაში მონაწილეობს ანტვერპენის სამეფო კონსერვატორიის სტუდენტი, მევიოლინე - ლეონ ბლეხი; დირიჟორი - ნიკოლაი ალექსეევი (პეტერბურგის ფილარმონიული ორკესტრის დირიჟორი);
კონცერტზე შესრულდება კარლ მარია ვებერის ოვერტიურა „ობერონი" და მაქს ბრუხის კონცერტი ვიოლინოსა და სიმფონიური ორკესტრისთვის.
ღონისძიების მხარდამჭერები: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ხელოვანთა კავშირი „კონცეპტ არტი" და კომპანია „ბადაგონი".
საინფორმაციო მხარდამჭერები: სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2", რადიოჰოლდინგი „ფორტუნა", მედიაჰოლდინგი „პალიტრა" და საინფორმაციო ცენტრი 118 08