logo_geo
eng_logo
გია ყანჩელის „AL Niente სიმფონიური ორკესტრისათვის“ საქართველოში პირველად შესრულდება
- +

3 ოქტომბერი. 2016. 11:15

 


3 ოქტომბერს, 19:30 საათზე, ოპერისა და ბალეტის თეატრში საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრი და ნიკოლოზ რაჭველი წარმოგიდგენთ გია ყანჩელის ნაწარმოების  „Al Niente სიმფონიური ორკესტრისათვის" პირველ შესრულებას საქართველოში.


ღონისძიებაში მონაწილეობს ანტვერპენის სამეფო კონსერვატორიის სტუდენტი, მევიოლინე - ლეონ ბლეხი; დირიჟორი - ნიკოლაი ალექსეევი (პეტერბურგის ფილარმონიული ორკესტრის დირიჟორი);


კონცერტზე შესრულდება კარლ მარია ვებერის ოვერტიურა „ობერონი" და მაქს ბრუხის კონცერტი ვიოლინოსა და სიმფონიური ორკესტრისთვის.


ღონისძიების მხარდამჭერები:  საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ხელოვანთა კავშირი „კონცეპტ არტი" და კომპანია „ბადაგონი".


საინფორმაციო მხარდამჭერები: სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2", რადიოჰოლდინგი „ფორტუნა", მედიაჰოლდინგი „პალიტრა" და საინფორმაციო ცენტრი 118 08


 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner