logo_geo
eng_logo
გიორგი ჩოგოვაძე: 9 თვეში ტურისტთა რაოდენობა 19.5%-ით გაიზარდა
- +

3 ოქტომბერი. 2016. 11:42



ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ 2016 წლის სექტემბრის თვის მონაცემებით, საქართველოს 631 302 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 62 615-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (ზრდა +11.0%)-ია. მისი თქმით, 9 თვეში ტურისტთა რაოდენობა 19.5%-ით, საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა კი 8.6%-ით გაიზარდა.



მისივე თქმით, სექტემბრის თვის მაჩვენებლებით იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში, 304 814 შეადგინა, რაც 77 660-ით მეტია 2015 წლის სექტემბრის მაჩვენებელზე (ზრდა +34.2%).



ჩოგოვაძის განცხადებით, 2016 წლის სექტემბერში ყველაზე მეტი ვიზიტი აზერბაიჯანიდან (+7.6%), სომხეთიდან (+4.2%), რუსეთიდან (+31.3%), თურქეთიდან (-21.5%) და ირანიდან (+571.9%) განხორციელდა.



პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, სექტემბერში გამოირჩნენ გერმანია +22%, ლატვია +22%, ლიტვა +21% და საფრანგეთი +21%. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: ირანი +572%, ეგვიპტე +199%, სირია +160%, ინდოეთი +132% და საუდის არაბეთი +83%", - განაცხადა ჩოგოვაძემ.



მისივე თქმით, საერთაშორისო მოგზაურების ზრდა დაფიქსირდა 9 თვის მონაცემებითაც, საერთაშორისო მოგზაურების ჯამურმა რაოდენობამ 4 879 031 შეადგინა, რაც 384 690-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე (ზრდა +8.6%).



ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 2 156 731 შეადგინა, რაც 352 411-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემზე (ზრდა+19.5%).



ჩოგოვაძის განცხადებით, 2016 წლის იანვარი-სექტემბრის პერიოდში ყველაზე მეტი ვიზიტი აზერბაიჯანიდან (+12.6%), სომხეთიდან (+13.9%), თურქეთიდან (+12.5%), რუსეთიდან (+16.7%) და უკრაინიდან (+17.8%) განხორციელდა.



პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ-სექტემბერში გამოირჩნენ ლატვია (+26%), დანია (+23%), გერმანია (+21%) და ლიტვა (+19%). განსაკუთრებული ზრდა ფიქსირდება შემდეგი ქვეყნებიდან: ავღანეთი (+563%), ავსტრალია (+217%), მალაიზია (+46%), ბრაზილია (+42%), იორდანია (+40%), ეგვიპტე (+35%), ინდოეთი (+34) და იემენი (+33%).



ჩოგოვაძის თქმით, 2015 წლის ჯამური მონაცემებით, შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენდა 1.94 მილიარდ დოლარს (ზრდა +8.3), რაც 149 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.



მისივე განცხადებით, 2016 წლის ორი კვარტლის მონაცემებით, შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენს 867.9 მილიონ დოლარს (ზრდა +13.2), რაც 101 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.



ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 2015 წლის ჯამური მონაცემებით შეადგენს 6.7%-. ზრდა წინა წელთან შედარებით +16.2%-ია.

2016 წლის ორი კვარტლის ჯამური მონაცემებით კი, წილმა მთლიან შიდა პროდუქტში 6.9% შეადგინა. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +5.6%", - განაცხადა ჩოგოვაძემ.

 


მისივე თქმით, 2016 წლის აგვისტოს მონაცემებით, საერთაშორისო მოგზაურების მიერ უცხოური საგადახდო ბარათებით განხორციელებულმა ოპერაციებმა 169,613 ათასი ლარი შეადგინა, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით +25%-იანი ზრდა დაფიქსირდა.



გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით, 2016 წლის რვა თვის მონაცემებით საერთაშორისო მოგზაურების მიერ უცხოური საგადახდო ბარათებით განხორციელებულმა ოპერაციებმა 1 029 824 ათასი ლარი შეადგინა, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით +13.6%-იანი ზრდა დაფიქსირდა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner