logo_geo
eng_logo
მამუკა ახვლედიანი: აუდიოჩანაწერში საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ, ვსაუბრობთ გარკვეულ პრობლემატიკაზე
- +

3 ოქტომბერი. 2016. 12:20



თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი „რეპორტიორთან" საუბარში დღეს გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე საუბრობს, სადაც მისი და ნიკა გვარამიას საუბარია აღბეჭდილი.


მამუკა ახვლედიანის თქმით, იგი აუდიოჩანაწერის შინაარსში საგანგაშოს ვერაფერს ხედავს. ახვლედიანი ინტერესდება, თუ ვინ უსმენს მოსამართლეებს და რა მიზანი აქვს ამ ყველაფერს.


„ბოლომდე ვერ მოვისმინე აუდიოჩანაწერი, იმდენი ადამიანი მირეკავს, რომ ვერ მოვახერხე ბოლომდე მოსმენა. რაც მოვისმინე, იქ ვერაფერი დავინახე საგანგაშო. ვსაუბრობთ გარკვეულ პრობლემატიკაზე და აქ ისეთი ვერაფერი დავინახე. შეხვედრით, ასე ბევრს შევხვედრილვარ, არამარტო ნიკა გვარამიას. უამრავ ადამიანთან მისაუბრია ამ პრობლემატიკაზე.

 

საინტერესოა, ვის აქვს მსგავსი ტიპის თვალთვალი მოსამართლეზე. მე მაინტერესებს, როგორ ხდება ეს ყველაფერი. გამოდის, რომ არათუ მხოლოდ ჩემს საუბრებს, არამედ ყველა მოსამართლის პირად საუბრებს ისმენენ. ძალიან საინტერესოა, ვინ აკეთებს ამას.  მე ვერ ვხვდები, რა იყო ამ ყველაფრის დანიშნულება.

 

საზოგადოების მთავარი პრობლემა არის ის, რომ ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, თუ რა ვისაუბრეთ. არავინ ინტერესდება, თუ როგორ ხდება ამ ყველაფრის მოსმენა", - განაცხადა მამუკა ახვლედიანმა.


შეგახსენებთ, დღეს ინტერნეტში გავრცელდა ფარული აუდიოჩანაწერი, სადაც თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი და „რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია საქალაქო სასამართლოში შექმნილ ვითარებაზე საუბრობენ. აუდიოჩანაწერში მამუკა ახვლედიანი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს ნინო გვენეტაძეს „სავარჯიშო ბალიშად" მოიხსენიებს, სისტემაში საქმეების რაოდენობის კუთხით შექმნილ ვითარებას კი, „კატასტროფად" აფასებს.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner